გუდაურის მთები

M.T.A
მთის ტრასების
სააგენტო

მთის ტრასების სააგენტო მართავს საბაგიროებისა და სასრიალო ტრასების ინფრასტრუქტურას საქართველოს მთის კურორტებზე - გუდაურში, მესტიაში, ბაკურიანსა და გოდერძიზე.

ჩვენი ისტორია

ერთი კურორტიდან
მთის ტრასების სააგენტომდე

2014

დასაწყისი გუდაურში

ჩვენი ისტორია გუდაურის განვითარების სააგენტოს შექმნით დაიწყო

2014

ბაკურიანის შემოერთება

კომპანიის მართვაში ბაკურიანი, კერძოდ, დიდველის სასრიალო არეალი შემოვიდა

2015

გოდერძის დამატება

კურორტების ქსელს გოდერძი შემოუერთდა

2017

საქართველოს 4 სამთო-სათხილამურო კურორტი

ჩვენი საქმიანობა უკვე ოთხი კურორტის სასრიალო არეალებს მოიცავს, მათ შორის, კოხტას, მიტარბს, ჰაწვალსა და თეთნულდს

2021

ახალი სახელი და იდენტობა

განახლებული ბრენდინგითა და ვიზუალური იდენტობით "ემ თი ეის" - მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სახელით დავიწყეთ ოპერირება

საქართველოს მთის კურორტები.
მართვა და განვითარება.

შენი დღე მთაში. ჩვენი ყოველდღიურობა.

მთის ტრასების სააგენტო (MTA) საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიროებისა და სასრიალო ტრასების გამართულ ფუნქციონირებასა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

ჩვენ ვმართავთ და ვავითარებთ გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სასრიალო არეალებს. ოთხი კურორტი - თითოეული თავისი ხასიათითა და დაბრუნების მრავალი მიზეზით.

შენ სრიალებ. ჩვენ დეტალებზე ვზრუნავთ.

ყოველდღიური ოპერირებიდან და ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობიდან, უსაფრთხოების სტანდარტებისა და გრძელვადიანი განვითარების გეგმებამდე — ჩვენი საქმიანობა მთაში გატარებულ დროს უფრო სასიამოვნოს ხდის. ჩვენ ვზრუნავთ დღევანდელ საჭიროებებზე და ამავდროულად, კურორტების მომავალს ვავითარებთ.

ოთხი კურორტი. საიდან დაიწყებ?

აღმოაჩინე გუდაურისა და კობის არეალები, ბაკურიანში - დიდველზე, კოხტასა და მიტარბზე ისრიალე, მესტიაში ეწვიე ჰაწვალსა და თეთნულდს, ან გაიცანი გოდერძი მთიან აჭარაში.

განსხვავებული ლანდშაფტი და უნიკალური გამოცდილება. ერთი საერთო სურვილი — იპოვო შენი საყვარელი დანიშნულების ადგილი მთაში.

საქართველოს მთები. მსოფლიო დონის გამოცდილება.

შენი შემდეგი მოგზაურობა მთაში შეიძლება საერთაშორისო სპორტულ მოვლენასაც დაემთხვეს. ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, ჩვენ ვმონაწილეობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ზამთრის სპორტის ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლებიც სპორტსმენებს, გულშემატკივრებსა და ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მთის კურორტებზე აერთიანებს.

2023 წელს, ბაკურიანმა FIS ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. 2024 წელს კი თეთნულდზე, საქართველოს ისტორიაში პირველად, Freeride World Tour გაიმართა, რითაც საქართველოს მთების მიმართ საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ჩვენთვის ეს ღონისძიებები საქართველოს მთებისა და გამორჩეული სასრიალო შესაძლებლობების მსოფლიოსთვის გაცნობის საშუალებაა. შენთვის კი -კიდევ ერთი მიზეზი, ეწვიო ჩვენს კურორტებს.

შენი შემდეგი სამთო თავგადასავალი აქ იწყება.

პირველი ვიზიტი თუ საყვარელ კურორტზე დაბრუნება. ოჯახური დასვენება თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობა — საქართველოს მთებში შენთვის შესაფერისი გამოცდილება გელოდება.

აირჩიე კურორტი. შევხვდებით მთაში!

ორგანიზაციული კულტურა

MTA ქმნის თანამშრომლობაზე, პროფესიულ განვითარებაზე, პასუხისმგებლობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების ინიციატივა და განვითარება მნიშვნელოვანია.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)

MTA მხარს უჭერს მდგრად განვითარებას, გარემოს დაცვას, ადგილობრივი თემების გაძლიერებას და საზოგადოებისთვის დადებითი სოციალური ღირებულების შექმნას.

ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება

MTA მხარს უჭერს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის დასაქმებასა და პროფესიულ განვითარებას. კომპანია დამატებით სოციალურ-ეკონომიკურ დასაყრდენს ქმნის რეგიონებისთვის და არის მთავარი მოტივატორი, განსაკუთრებით კომპანიაში დასაქმებული ახალგაზრდა თანამშრომლებისთვის, რათა არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და ხელი შეუწყონ მთის კურორტების უწყვეტ განვითარებას. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია ოთხივე კურორტზე.

მთის კურორტები

ოთხი კურორტი
მეტი შესაძლებლობა

ყველა კურორტს საკუთარი ხასიათი, ლანდშაფტი და ისტორია აქვს.

მესტია

სამეგრელო-ზემო სვანეთი

მესტია

მესტიას სრიალისთვის უნდა ესტუმროთ, თუმცა, ადგილზე აღმოაჩენთ, რომ ის მხოლოდ სათხილამურო კურორტი არაა. ის უნიკალური კულტურისა და შთამბეჭდავი მწვერვალების ადგილია. ქალაქს შუასაუკუნეების კოშკები დაჰყურებს, სუფრასთან სვანური კერძები გელოდებათ, ხოლო თაობიდან თაობაზე გადაცემული ტრადიციები ყოველდღიურობის ნაწილია.

ჩვენი ხედვა

ემ თი ეი-ს ხედვაა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე მომხმარებელს შესთავაზოს განსაკუთრებული სპორტული და რეკრეაციული გამოცდილება - უსაფრთხოების, მდგრადობისა და ინოვაციებისადმი ერთგულებით; მოიზიდოს ვიზიტორები მთელი მსოფლიოდან მთიანი რეგიონების ბუნებრივი სილამაზისა და კულტურული სიმდიდრის აღმოსაჩენად, შედეგად, უზრუნველყოს ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და გარემოს დაცვა.

ჩვენი მისია

ემ თი ეი-ს მისიაა საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სპორტულ-რეკრეაციული გამოცდილების უზრუნველყოფა უსაფრთხოების, მდგრადობისა და მუდმივი ინოვაციების ხელშეწყობით. სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება და ოთხი სეზონის ტურისტული პროდუქტების შექმნა. მიზნობრივ ბაზრებზე საქართველოს სამთო კურორტების, როგორც წამყვანი მიმართულების პოზიციონირება.

შევხვდებით მთაში

აღმოაჩინე კურორტები