II კალათა - 1500 სეზონურ აბონემენტს 20%-იანი ფასდაკლებით

სეზონური მულტისკი აბონემენტების შეთავაზების მეორე ეტაპი იწყება!
23 ნოემბერს, 12 საათიდან, თიბისი კონცეპტის Visa საკრედიტო ან სადებეტო ბარათით გადახდისას, 1500 ცალ სეზონურ მულტისკი აბონემენტს, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.
შეთავაზება ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად ახალ პლატფორმაზე mta.ski.
შეთავაზებით შეძენილი სეზონური აბონემენტის მფლობელები მიიღებენ პრემიუმ სკიპასს, რომელიც მომხმარებლებს Fast Track-ით, შერჩეულ საბაგიროებზე დამოუკიდებელი შესასვლელით ულიმიტოდ სარგებლობის შესაძლებლობას შესთავაზებს.
ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ უფროსის კატეგორიის სეზონურ მულტისკი აბონემენტზე.
ერთი საბანკო ბარათით მაქსიმუმ ორი სკიპასის შეძენაა შესაძლებელი.
* თბილისში მისამართზე მიწოდება უფასოა. ასევე, აბონემენტის გატანა შესაძლებელი იქნება კურორტების სალაროდან, სეზონის გახსნისთანავე.
Visa - საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2026-2027 წლის ზამთრის სეზონის მხარდამჭერი.