სიახლე

გუდაური ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

გუდაური ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

2026-2027 წლის ზამთრის სეზონს გუდაური განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება.

სათხილამურო ტრასები - „სოლიკო“ და „კიკილო“ ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღიჭურვება, ჯამურად, 7 500 მეტრ სიგრძეზე.

ამორტიზებული „ხადასა“ და „სნოუპარკის“ საბაგიროების დემონტაჟი მოხდება. მათ ნაცვლად „სნოუპარკის“ არეალში დამონტაჟდება ბიგელის ტიპის ორი ახალი საბაგირო, საერთო სიგრძით 1 400 მეტრი და 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩა.

კურორტს ასევე დაემატება ორი ახალი ტრასა - „ტატრა 3“ და „კობი 3“, რომელთა საერთო სიგრძე 6 კილომეტრია. შედეგად, გუდაურის სასრიალო არეალის ჯამური სიგრძე 86 კილომეტრამდე გაიზრდება.

„ახალი გუდაურას“ ტრასა აღიჭურვება ღამის განათებით, რაც ღამის სრიალის შესაძლებლობებს გაზრდის.

ინფრასტრუქტურული პროექტები 2026 წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.

სიახლის გაზიარება