სიახლე
მსოფლიო თასი ფრისტაილში

20-21 დეკემბერს, ბაკურიანში, მსოფლიო თასი ფრისტაილში აიღებს სტარტს.
შეჯიბრება მოგულის და დუალ მოგულის დისციპლინებში გაიმართება და მასში 19 ქვეყნის 91 სპორტსმენი იასპარეზებს.
FIS-ის შეფასებით, მოგულის საშეჯიბრო ტრასა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 285 მეტრი სიგრძის ტრასაა ამ დისციპლინისთვის.
მსოფლიო თასზე დასწრება უფასოა. შეჯიბრება ევროსპორტის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ასპარეზობისას, ყველა არასაშეჯიბრო ტრასა ღია იქნება სრიალის მსურველებისთვის. შევხვდებით კოხტას მთაზე!