სიახლე

მსოფლიო თასს სკი კროსში

მსოფლიო თასს სკი კროსში

28 თებერვალსა და 1-ლ მარტს, გუდაური, მსოფლიო თასს სკი კროსის დისციპლინაში უმასპინძლებს. 14 ქვეყნის 97 საუკეთესო ათლეტი, გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად, ერთმანეთს გუდაურას საშეჯიბრო ტრასაზე შეხვდება.

➡️ გაეცანით მსოფლიო თასის კალენდარს სკი კროსში: https://shorturl.at/y3xWV

საშეჯიბრო ტრასის ფინიშთან მოწყობილ სივრცეში, სპორტულ ასპარეზობას დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი, აქვე დაგხვდებათ კვებისა და სასმლის ჯიხურები, დიჯეის პერფორმანსი და მრავალფეროვანი გართობა.

ამოდი გუდაურში, დასწრება თავისუფალია!

mta.ski

სიახლის გაზიარება