სიახლე
ზამთრის სასრიალო სეზონი 20 დეკემბერს გაიხსნება

საქართველოს მთის კურორტები ზამთრის სეზონისთვის ემზადება!
გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში ზამთრის სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნება.
გუდაურში მიმდინარეობს ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს, 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩისა და ორი ახალი სასრიალო ტრასის მოწყობა.
„სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე ეწყობა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. ღამის სრიალისთვის დაგეგმილია „ახალი გუდაურას“ ტრასის განათებაც.