სიახლე
საქართველოს მთის კურორტები Snow Show London-ზე

საქართველოს მთის კურორტები ლონდონში, Snow Show-ს საიუბილეო, რიგით 50-ე გამოფენაზე!
17–18 ოქტომბერს, მთის ტრასების სააგენტომ (MTA) გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მასშტაბურ სამთო-სათხილამურო გამოფენაზე საქართველო საკუთარი სტენდით წარადგინა.
ღონისძიების საერთაშორისო აუდიტორიას საქართველოს ოთხი სამთო კურორტის - გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის, მათი მრავალფეროვანი სასრიალო შესაძლებლობების გაცნობის საშუალება ჰქონდა.
გამოფენის ფარგლებში, MTA-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ, მონაწილეობა მიიღო პანელის ფორმატის შეხვედრაში და გამოცდილი სამთო-სათხილამურო ჟურნალისტისა და წამყვანის, მაიკ რიჩარდსის შეკითხვებს უპასუხა - საქართველოს, როგორც სამთო-სათხილამურო მიმართულების შესახებ.