სიახლე
ზაფხულის სეზონი ბაკურიანში

28 ივნისიდან, ბაკურიანში, ზაფხულის სეზონი იხსნება.
დიდველის საბაგიროები – ნოდო და დეკა, იმუშავებს ყოველდღე, 11:00-დან 18:00 საათამდე; კოხტასა და მიტარბის საბაგიროები ყოველდღე, 11:30-დან 18:30 საათამდე; ტობოგანი - 11:00-დან 18:00 საათამდე
აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში. 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას გასული სეზონების მულტიქარდზეც შეძლებთ.