სიახლე
SUPERSNOW გუდაურისთვის ოქროსფერ თოვლის თოფს ამზადებს

,,ემ თი ეი"-ს გუნდი პოლონეთში, SUPERSNOW-ს ქარხანას ეწვია და ადგილზე გაეცნო გუდაურისთვის განკუთვნილი 75 თოვლის თოფის დამზადების პროცესს.
მათ შორის განსაკუთრებულია „ემ თი ეის“ ბრენდირებული ოქროსფერი თოვლის თოფი, რომელიც სპეციალურად გუდაურისთვის მზადდება. მსოფლიოში ასეთი სულ 25-ია!
2026-2027 წლის ზამთრის სეზონზე გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დამატებით 7,5 კმ სასრიალო ტრასას დაფარავს. პროექტის დასრულების შემდეგ, ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღჭურვილი ტრასების საერთო სიგრძე 12,5 კმ იქნება.