თიბისი კონცეპტის Visa პრემიუმ ბარათით გადახდისას, ოთხივე კურორტის სეზონური მულტისკი აბონემენტის შეძენა ფასდაკლებით შეიძენთ

Visa საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2026-2027 წლის ზამთრის სეზონის მხარდამჭერია.
თანამშრომლობის ფარგლებში, 20 ნოემბრიდან, თიბისი კონცეპტის Visa პრემიუმ სადებეტო ბარათით გადახდისას, ოთხივე კურორტის სეზონური მულტისკი აბონემენტის შეძენა ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
შეთავაზება ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ კალათაზე - 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.
სპეციალური შეთავაზებით შეძენილი სეზონური აბონემენტის მფლობელები პრემიუმ სკიპასს მიიღებენ, რომელიც პირველად საქართველოში, მომხმარებლებს Fast Track-ით, შერჩეულ საბაგიროებზე დამოუკიდებელი შესასვლელით ულიმიტოდ სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
Fast Track დაგხვდებათ შემდეგ საბაგიროებთან: პირველი, სოლიკო, გუდაურა, ახალი გუდაურა.
მომდევნო სეზონზე პრემიუმ სტატუსის შესანარჩუნებლად, ან მისაღებად, შეინახე წელს შეძენილი სეზონური მულტისკი აბონემენტი და იგივე კატეგორიის აბონემენტის ჩატვირთვისას, მიიღე პრემიუმ სკიპასი. დაკარგული ბარათი აღდგენას არ ექვემდებარება.
შეთავაზების პირობები:
ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ უფროსის კატეგორიის სეზონურ მულტისკი აბონემენტზე.
ერთი საბანკო ბარათით მაქსიმუმ ორი სკიპასის შეძენაა შესაძლებელი.
თბილისის მასშტაბით პრემიუმ სკიპასის ადგილზე მიწოდება უფასოა.
შეთავაზების ფარგლებში ხელმისაწვდომი აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია.
შეთავაზებით სარგებლობა 20 ნოემბრიდან ექსკლუზიურად M.T.A-ს ახალ პლატფორმაზე: mta.ski იქნება შესაძლებელი.