გოდერძი
Offline
კურორტის ფოტო · კამერა მიუწვდომელია
თოვლით დაფარული ტყეები, ფართო სასრიალო ფერდობები და მთიანი აჭარის გამორჩეული ხასიათი - გოდერძი ყველაფერს აერთიანებს, რაც მთაში დასვენებას განსაკუთრებულს ხდის. მყუდრო სამთო კურორტი სასრიალო ტრასებზე ან გაუკვალავში, ძველ აჭარულ სახლებს შორის სრიალის, პანორამული ხედებით ტკბობის, ადგილობრივი სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობის ადგილია.
თოვლით დაფარული ტყეები, ფართო სასრიალო ფერდობები და მთიანი აჭარის გამორჩეული ხასიათი - გოდერძი ყველაფერს აერთიანებს, რაც მთაში დასვენებას განსაკუთრებულს ხდის. მყუდრო სამთო კურორტი - სასრიალო ტრასებზე ან გაუკვალავში, ძველ აჭარულ სახლებს შორის სრიალის, პანორამული ხედებით ტკბობის, ადგილობრივი სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობას გთავაზობთ.
ეწვიე კურორტ გოდერძის, ისიამოვნე ხელუხლებელი თოვლით და მოარგე მთაში გატარებული დრო შენს რიტმს.
შავ ზღვასთან სიახლოვე გოდერძის ზამთრის უნიკალურ კლიმატს ქმნის. სანაპიროდან წამოსული ტენიანი ჰაერი მთებში უხვ ნალექს განაპირობებს, რაც გრძელ სასრიალო სეზონსა და თოვლის მაღალ ხარისხს ნიშნავს.
ზღვის დონიდან 2027 მეტრზე, გოდერძის უღელტეხილზე მდებარე კურორტი, როგორც წესი, დეკემბრიდან აპრილამდე მასპინძლობს მოთხილამურეებს. ეს მთელი სეზონია მთაში დასვენებისა და ზამთრის აქტივობებისთვის.
სწავლობ სრიალს, აუმჯობესებ ტექნიკას თუ უკვე გამოცდილი მოთხილამურე ხარ? გოდერძის სასრიალო არეალი სხვადასხვა დონის მოთხილამურეებსა და სნოუბორდერებს მასპინძლობს.
თანამედროვე საბაგიროებით მთის ფერდობებზე, წიწვოვანი ტყეებითა და მთის ხედებით გარშემორტყმულ გარემოში აღმოჩნდებით.
სრიალი მომზადებულ ტრასებზე.
ჰელისკი მთის რელიეფზე.
მთის მარშრუტები სკიტურით.
ტრასებს მიღმა შესაბამის პირობებში.
კურორტის გაცნობა ცხენით.
ქეთსკი მთის რელიეფზე.
დეტალებისთვის აირჩიეთ ნიშნული · გადასაადგილებლად გადაათრიეთ · ზუმი: + / −
ზუმისთვის გამოიყენეთ + და −, გადასაადგილებლად — გადაათრიეთ. სქროლი გვერდზე გრძელდება. დეტალებისთვის აირჩიეთ ობიექტი რუკაზე ან სიაში.
გადამოწმებული ინფორმაცია აქ ჯერ არ გამოქვეყნებულა.
მთის მოგონებები
კურორტის ფოტო · კამერა მიუწვდომელია