სექციაში დაბრუნება

გათოვლიანების სისტემა ბაკურიანში

29-კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტის შედეგად, ბაკურიანის სასრიალო არეალების 95% გათოვლიანებულია.

ბაკურიანი · 2023

გათოვლიანების სისტემა ბაკურიანში

თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ბაკურიანში, დიდველის, კოხტასა და მიტარბის სათხილამურო არეალებზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. 29-კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტი, 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. მთის კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა საჭიროა სეზონის დროულად დაწყებისა და გახანგრძლივებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები მხოლოდ ხელოვნურ საფარზე ტარდება.

![](/media/ae0eaeade71d484b8d4b1aaa579f56a6.webp)

სასარგებლო ბმულები და წყაროები