29-კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტის შედეგად, ბაკურიანის სასრიალო არეალების 95% გათოვლიანებულია.
თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ბაკურიანში, დიდველის, კოხტასა და მიტარბის სათხილამურო არეალებზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა. 29-კილომეტრიანი სათხილამურო გზის გათოვლიანების პროექტი, 2022 წლის დეკემბერში დასრულდა. მთის კურორტზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა საჭიროა სეზონის დროულად დაწყებისა და გახანგრძლივებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო რანგის შეჯიბრებები მხოლოდ ხელოვნურ საფარზე ტარდება.