Website is in testing mode
News

ფასდაკლება სასრიალო აბონემენტის ონლაინ შეძენისას

ფასდაკლება სასრიალო აბონემენტის ონლაინ შეძენისას

English translation is not available on the source website. The original Georgian article is preserved below.

21 დეკემბრიდან - 10 იანვრამდე, მულტიქარდის ტიპის აბონემენტის TKT.GE და Biletebi.ge პლატფორმებზე შეძენისას, Mastercard ბარათების მფლობელები, ფასდაკლებით ისარგებლებენ:

✔️ 20%-იანი ფასდაკლება - ნებისმიერი Mastercard ბარათით გადახდისას

✔️ 30%-იანი ფასდაკლება თიბისის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას

✔️ 35%-იანი ფასდაკლება თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდისას

შეთავაზება ვრცელდება საქართველოს 4-ვე სამთო კურორტის: გუდაურის ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის, შემდეგი კატეგორიის აბონემენტებზე:

🎫 7 დღე სეზონზე

🎫 10 დღე სეზონზე

🎫 სეზონური (კონკრეტულ კურორტზე მოქმედი)

🎫 სეზონური (4-ვე კურორტზე მოქმედი)

ახალი აბონემენტის გააქტიურება გასული წლის მულტიქარდზე შეგიძლია. თუ სკი პასი ჯერ არ გაქვს, ისარგებლე საკურიერო მომსახურებით და მიიღე ბარათი ნებისმიერ მისამართზე თბილისის მასშტაბით. რაოდენობა შეზღუდულია.

2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე, აქციის მხარდამჭერები - Mastercard და თიბისი არიან.

ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ონლაინ შეძენისას:

🔗 https://tkt.ge/mta

🔗 https://biletebi.ge/Ski

mta.ski

Share this news