“კიკილოს თასი” გიგანტური სლალომის დისციპლინაში, გუდაურში ყოველწლიურად იმართება.
ასპარეზობა ზურა ვაშაკიძის - დამსახურებული ცხენოსანის, ველომრბოლელის, ზამთრის სპორტის დიდი მოამაგისა და ყველაზე ასაკოვანი ინსტრუქტორის სახელს ატარებს.
“კიკილოს თასი” კაფე “ქუბის” ინიციატივითა და გუდაურის გულშემატკივართა დახმარებით ტარდება. შეჯიბრის მხარდამჭერია მთის ტრასების სააგენტო (MTA).