ლადოს თასი სამოყვარულო ტურნირია, რომელიც 2009 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება საქართველოს სხვადასხვა სამთო კურორტზე. 2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე კი, ბაკურიანში, 17 თებერვალს აიღებს სტარტს.
ასპარეზობა სპორტსკოლა „იკისკის“ მწვრთნელის, ლადო ბოლქვაძის სახელს ატარებს.
წლების განმავლობაში, ლადო ახალ თაობას სამთო-სათხილამურო სპორტისადმი სიყვარულს უღვივებდა, სწორედ ამან შთააგონა მის მეგობრებს „ლადოს თასის“ დაარსება და უკვე 15 წელია, შეჯიბრება თავს უყრის ახალგაზრდებს მთელი საქართველოდან.
ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ყველა სპორტსკოლის მოსწავლეებს, საქართველოს მასშტაბით. შეჯიბრება სამთო-სათხილამურო სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ნიჭიერი ახალგაზრდა მოთხილამურეების აღმოჩენასა და მათ სპორტსმენებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.