EN  GE
Mountain trails agency

March 29, 2025

კიკილოს თასი 2025

30 მარტს, გუდაურში, სამთო-სათხილამურო ტურნირი - კიკილოს თასი 2025 ჩატარდება.

შეჯიბრება 2021 წლიდან იმართება და კიკილოს, ზურა ვაშაკიძის სახელს ატარებს.

ზურაბ ვაშაკიძეს საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება უკავშირდება – ველოსპორტისა და საცხენოსნო ტურიზმის ხელშეწყობა, გუდაურის ზამთრის სახეობათა ცენტრად ჩამოყალიბება, სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობათა სკოლების დაარსება გუდაურში, ბაკურიანსა და თელავში.

ზურაბ ვაშაკიძემ დანერგა და განავითარა თავისუფალი სტილით სრიალი (ფრისტაილი) საქართველოში. კიკილო სათხილამურო სპორტის უხუცესი ინსტრუქტორი იყო გუდაურში.

კიკილოს თასი გიგანტური სლალომის დისციპლინაში, 2 ასაკობრივ კატეგორიაში - 50 წლამდე და 50 წელზე უფროსი ასაკის ქალებსა და მამაკაცებს შორის ტარდება.

ტურნირში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით წინასწარ: https://forms.gle/4kTv3hVD1rEq7fVB8

მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ადგილზეც, კაფე CUB-ში, 30 მარტს, 10:00-10:30სთ.

შეჯიბრება კაფე "ქუბის" ინციატივით, გუდაურის გულშემატკივართა, M.T.A. Mountain Trails Agency-ის და GMRBA - საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციას მხარდაჭერით ტარდება.

📍გუდაური, ტრასა "ხადა" (ძველი კუდები)

🗓️ 30 მარტი, 11:00 საათიდან