EN  GE
Mountain trails agency

February 22, 2024

საქართველოს თასის III ეტაპი

საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატი ორ დისციპლინაში - სლალომსა და გიგანტურ სლალომში ყოველწლიურად იმართება. ჩემპიონატის ორგანიზატორია - საქართველოს სათხილამურო ფედერაცია (GSF), ხოლო შეჯიბრების პარტნიორი - მთის ტრასების სააგენტო (MTA).

ჩემპიონატი 2023-24 წლის ზათრის სათხილამურო სეზონზე, 5 ეტაპად, საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე ჩატარდება. შეჯიბრების მესამე ეტაპი, კურორტ გოდერძიზე, 16-18 თებერვალს ჩატარდება. დასკვნითი ეტაპი, - საქართველოს ჩემპიონატი, 5-7 აპრილს გუდაურში არის დაგეგმილი.