EN  GE
Mountain trails agency

February 17, 2024

გუდაურის სკიმოს ფესტივალი 2024

სკიმოს ყოველწლიური ფესტივალი გუდაურში, წელს, 18 თებერვალს აიღებს სტარტს. ფესტივალის ორგანიზატორია TrailLab. ღონისძიება მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მხარდაჭერით ტარდება.

გუდაურის სკიმოს ფესტივალი მოიცავს ორ განსხვავებულ შეჯიბრს, რომლიდანაც მონაწილეები ირჩევენ ერთ-ერთს:

ვერტიკალური შეჯიბრი: 4.3 კილომეტრი, 630 ვერტიკალური მეტრით

ინდივიდუალური შეჯიბრი: 8.6 კილომეტრი, 630 ვერტიკალური მეტრით

ფესტივალი არის ყველასთვის, ვისაც დათოვლილ ფერდობებზე თხილამურით სიარულის დიდი გამოცდილება აქვს, ან თუნდაც ახლა უნდა ამ აქტივობის მოსინჯვა.

დამატებითი დეტალები მოცემულია ფესტივალის ვებ გვერდზე: skimo.ge

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+