EN  GE
Mountain trails agency

March 05, 2023

ბაკურიანი 2023

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტმა ბაკურიანმა, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში.

ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი საქართველოში პირველად გაიმართა და მასში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, 7 სახეობაში, 30 შეჯიბრი შედგა.

მსოფლიო ჩემპიონატი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ჩატარდა. ფედერაციის გენერალური მდივნის, მიშელ ვიონის განცხადებით, საქართველოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იქცეს ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანად.

ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა, ხოლო ორგანიზატორები მთის ტრასების სააგენტო (MTA)  და საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა (GSF).

მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში იყო, ის პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად, ბაკურიანში, აშენდა 3 ახალი საბაგირო (დიდველი),  29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა (დიდველი, კოხტა, მიტარბი), წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (დიდველი, მიტარბი - ჯამური მოცულობით 307 000 მ3),  6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ჯამურად, ბაკურიანში ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 270 მლნ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში შვეიცარია უმასპინძლებს.