EN  GE
Mountain trails agency

December 20, 2023

მთის ტრასების სააგენტო (MTA) საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (CIIE)

მთის ტრასების სააგენტო (MTA), ქალაქ შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაზე - China International Import Expo (CIIE)-ზე, საქართველოს ეროვნულ პავილიონში, საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი.

გამოფენაში 150-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. ვიზიტორების რაოდენობამ 700 000 სტუმარს მიაღწია.

საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, ეროვნულ პავილიონში, MTA-ისთან ერთად, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდები, მათ შორის: "აწარმოე საქართველოში", საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (GNTA), ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს რკინიგზა.

ეროვნული პავილიონის სტუმრები საქართველოს ტურისტულ, საინვესტიციო და სატრანსპორტო პოტენციალს გაეცნენ.

China International Import Expo (CIIE)-ზე, 40-მდე ქართულმა კომპანიამ, მომავალი თანამშრომლობის მიზნით, საკუთარი საექსპორტო პროდუქცია წარუდგინა საერთაშორისო დამთვალიერებელს.

პროექტი „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით განხორციელდა.