EN  GE
Mountain trails agency

January 11, 2026

ხშირად დასმული შეკითხვები

საბაგიროებისა და სალაროების სამუშაო საათები:

გუდაურის საბაგიროები (გუდაურისა და კობის არეალები) მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე; ღამის სრიალი - ყოველ პარასკევს და შაბათს, 20:00-დან 22:00 საათამდე

ბაკურიანის საბაგიროები (დიდველის, კოხტას და მიტარბის არეალები) მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე; ღამის სრიალი - ყოველდღე, 17:00-დან 21:30 საათამდე

მესტიის საბაგიროები (ჰაწვალისა და თეთნულდის არეალები) მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 16:00 საათამდე

გოდერძის საბაგიროები მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 16:00 საათამდე

აბონემენტების კატეგორიები და ფასები:

სასრიალო აბონემენტების ფასების ცხრილი იხილეთ აქ: https://status.mta.ski

გაითვალისწინეთ, სალაროდან სასრიალო აბონემენტი გაცემა ხდება არაუგვიანეს ნახევარი საათით ადრე, საბაგიროების სამუშაო საათების დასრულებამდე

სად ვნახო ჩართული საბაგიროების სტატუსი?

  • ჩართული საბაგიროებისა და შესაბამისი, ღია ტრასების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ემ თი ეის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://status.mta.ski/ka
  • პარტნიორი რესელერის, SKIPASS.GE აპლიკაციაში: https://apps.apple.com/app/id6698866856
  • ასევე, მთის კურორტების Facebook გვერდებზე, ყოველდღიურად, Story-ს ველში ახლდება ინფორმაცია საბაგიროების მიმდინარე სტატუსის შესახებ

სად შევიძენ სასრიალო აბონემენტს?

სასრიალო აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ როგორც ფიზიკური გაყიდვების ადგილებში, ასევე, ონლაინ, MTA-ს პარტნიორი ოფიციალური რესელერების პლატფორმებზე.

ყველა კატეგორიის სასრიალო აბონემენტი ხელმისაწვდომია კურორტის სასრიალო არეალებზე მდებარე სალაროებში: ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე.

ყველა კატეგორიის აბონემენტი, გარდა პენსიონერისა და სეზონური სტუდენტურისა, ხელმისაწვდომია სასტუმროში Marco Polo Gudauri და სმარტის სუპერმარკეტებში, მისამართებზე:

  • თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ
  • დაბა გუდაური
  • ბორჯომი, დავით აღმაშენებლის ქუჩა
  • დაბა ჟინვალი

ოთხივე კურორტის ყველა კატეგორიის აბონემენტი, გარდა პენსიონერისა, ხელმისაწვდომია ონლაინ: SKIPASS.GE | TKT.GE | Super App | Biletebi

გაითვალისწინეთ, მესტიის ყველა კატეგორიის აბონემენტი და ბაკურიანის ლოკალური სეზონური სკი პასი, დროებით არაა ხელმისაწვდომი ონლაინ

საბაგიროთი სარგებლობისას, აუცილებელია აბონემენტი თან მქონდეს?

საბაგიროზე შესვლისას, აუცილებელია თან იქონიოთ მულტიქარდი. ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებთ

შეძენილი აბონემენტის გაუქმება შემიძლია?

შეძენილი აბონემენტის გაუქმება და თანხის დაბრუნება არ ხდება

როგორ მოვიქცე, თუ ონლაინ შეძენილი აბონემენტი ტურნიკეტზე არ გატარდება?

იმ შემთხვევაში, თუკი ონლაინ შეძენილი ბარათი არ ტარდება ტურნიკეტზე, მომხმარებელი შეძლებს სალაროში ბარათის ტექნიკური ხარვეზის გასწორებას მხოლოდ შემდეგი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე: 

1) მულტიქარდი დატანილი 23-ნიშნა კოდი (აღნიშნული კოდი დატანილია ფიზიკური მულტიქარდი წინა მხარეს);

2) კონკრერული აბონემენტის გააქტიურების 12-ნიშნა კოდი (აღნიშნული კოდი მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს იმ ონლაინ გაყიდვის არხისგან, რომლისგანაც მოხდა აბონემენტის შესყიდვა).

რომელი კატეგორიის აბონემენტს შევიძენ ონლაინ?

ოთხივე კურორტის ყველა კატეგორიის აბონემენტი, გარდა პენსიონერისა, ხელმისაწვდომია ონლაინ: SKIPASS.GE | TKT.GE | Super App | Biletebi

რა არის საჭირო სტუდენტური აბონემენტის შესაძენად?

სტუდენტური სკი პასი სეზონური აბონემენტია, რომელიც აქტიურია სრული სასრიალო სეზონის განმავლობაში

  • სტუდენტური აბონემენტი გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე
  • აუცილებელია აქტიური სტუდენტური სტატუსის ქონა
  • სალაროში ყიდვისას თან იქონიეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი; ელექტრონული ასლის წარდგენით აბონემენტს ვერ შეიძენთ
  • არ არის აუცილებელი, პირადობის მოწმობაზე დატანილი იყოს წარწერა “სტუდენტი”
  • სალაროში შეძენისას პირის სტატუსი გადამოწმდება განათლების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში
  • სტუდენტებმა, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. ცნობით უნდა დასტურდებოდეს, რომ აბონემენტის შეძენის მომენტისთვის, ის არის შესაბამისი სასწავლებლის მოქმედი სტუდენტი. ასეთ შემთხვევაში, სტუნდენტური აბონემენტის ყიდვა ხდება მხოლოდ სალაროში
  • აბონემენტი მოიცავს ღამის სრიალს

რა არის საჭირო სტუდენტური აბონემენტის შესაძენად, თუ საზღვარგარეთ ვსწავლობ?

სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ, უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული. აღნიშნული ცნობით უნდა დასტურდებოდეს, რომ აბონემენტის შეძენის მომენტისთვის ის არის შესაბამისი სასწავლებლის მოქმედი სტუდენტი. ასეთ შემთხვევაში სტუნდენტური აბონემენტის ყიდვა ხდება მხოლოდ სალაროში;

სტუდენტურ აბონემენტს ონლაინ შევიძენ?

სტუდენტური აბონემენტი ხელმისაწვდომია პარტნიორი ონლაინ რესერლერის SKIPASS.GE-ს აპლიკაციაში

შემიძლია თუ არა დაკარგული აბონემენტის აღდგენა?

პერსონალური აბონემენტის დაკარგვისას, მისი მესაკუთრე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში განაცხადოს აღნიშნულის შესახებ სალაროში. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება აბონემენტის აღდგენა;

დღიური აბონემენტი ღამის სრიალს მოიცავს?

დღიური აბონემენტები არ მოიცავს ღამის სრიალს. მხოლოდ ყველა სახის სეზონური აბონემენტით არის შესაძლებელი დღის და ღამის სრიალით სარგებლობა

ღამის სრიალის აბონემენტი ცალკე იყიდება?

დიახ, ფასების ცხრილში, კატეგორიების ჩამონათვალში იხილეთ “ღამის სრიალი” და მითითებული ფასი. ამ კატეგორიის აბონემენტი ხელმისაწვდომია როგორც კურორტების სალაროებში, ისე ონლაინ

ბაკურიანში, სეზონური აბონემენტი ტობოგანით სარგებლობას მოიცავს?

დიახ, სეზონური აბონემენტი მოიცავს ტობოგანით ულიმიტო სრიალს

ბაკურიანის სასრიალო აბონემენტით რომელ ტრასებზე შემიძლია სრიალი?

ბაკურიანში, კომპანია “ემ თი ეი” მართავს მხოლოდ დიდველის, კოხტას და მიტარბის სასრიალო არეალებს. "ემ თი ეის" სასრიალო აბონემენტით, ამ არეალებზე არსებული და შესაბამისად, ჩვენს რუკებზე მონიშნული ყველა საბაგიროთი და ტრასით სარგებლობა შესაძლებელია

გასული წლის მულტიქარდ ბარათს განმეორებით გამოვიყენებ?

მულტიქარდი მრავალჯერადი ბარათია, დამზადების დღიდან ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სეზონზე შესაძლებელია ბალანსის შევსება და ხელახლა გააქტიურება

შეიძლება თუ არა, ერთი სასრიალო აბონემენტით ორმა პირმა ისარგებლოს?

სხვისი ბარათით სარგებლობის ან ბარათზე ცრუ ინფორმაციის დატანის შემთხვევაში, ბარათი ექვემდებარება გაუქმებას

სად ვნახო კურორტის რუკა?

კურორტებისა და შესაბამისი სასრიალო არეალების ზამთრის სეზონის რუკები იხილეთ აქ: https://status.mta.ski/

სად გავეცნო კურორტის სიახლეებს?

კურორტების შესახებ ყველა სახის ინფორმაცია და სიახლეები განთავსებულია ემ თი ეის ციფრულ პლატფორმებზე:

რა ასაკამდეა უფასო საბაგიროებით სარგებლობა?

6 წლამდე ბავშვისთვის ნებისმიერი საბაგიროთი სარგებლობა უფასოა

რა ასაკის პირი იგულისხმება “ბავშვის” და “მოზარდის” კატეგორიებში?

ბავშვთა ასაკი განისაზღვრება 6-12 წლის ჩათვლით

მოზარდის ასაკი განისაზღვრება 13-18 წლის ჩათვლით. სეზონური მოზარდის კატეგორიის  შესაძენად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/დაბადების მოწმობის ფიზიკური ფორმით წარდგენა