21 დეკემბერს, გუდაურში, სასრიალო სეზონი გაიხსნა. გუდაურისა და კობის საბაგიროები მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე.
აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში. ასევე, გუდაურსა და თბილისში, სმარტის სუპერმარკეტებში (აღმაშენებლის ხეივანი მე-9 და მე13 კმ).
ონლაინ: TKT.GE, Biletebi.ge და SKIPASS.GE-ს ონლაინ პლატფორმაზე.