EN  GE
Mountain trails agency

January 07, 2025

ყინულის ფესტივალი ბაკურიანი 2025

11-13 იანვარს, ბაკურიანში, ყინულის ფესტივალი ჩატარდება. 

სამი დღის განმავლობაში, საფესტივალო ენერგიას მუსიკალური არტისტები შექმნიან: 

- Franchi Inferno Knuc

- Maggra

- Kupre

- Sanmar

მიტარბის მთაზე, ფესტივალის სამზადისი დაიწყო და ამ უნიკალური სანახაობის შექმნის პროცესისთვის თვალის დევნება ყოველდღიურად შეუძლიათ კურორტის ვიზიტორებს.

ფესტივალზე მოსახვედრად, 11-13 იანვარს, მიტარბის საბაგირო გახანგრძლივებული დროით, 10:00-დან 18:30 საათამდე იმუშავებს. 

დასწრება უფასოა.

ყინულის ფესტივალის ორგანიზატორია: kari_community 

მხარდამჭერი: მთის ტრასების სააგენტო (MTA)