მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ორგანიზებით, გუდაურსა და ბაკურიანს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციისა (FIS) და Infront Sports & Media-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
2023-2024 წლის მსოფლიო თასების გასამართ ღონისძიებებთან დაკავშირებით, FIS-ის დელეგატებმა გეგმიური ინსპექტირება განხორციელეს კურორტებზე ინფრასტრუქტურისა და საშეჯიბრო ტრასების მიმართულებით, ხოლო Infront Sports & Media-ს წარმომადგენლებმა განსაზღვრეს ლოკაციები, საიდანაც მედია ტრანსლირება განხორციელდება.