20-21 დეკემბერს, ბაკურიანში, მსოფლიო თასი ფრისტაილში აიღებს სტარტს.
შეჯიბრება მოგულის და დუალ მოგულის დისციპლინებში გაიმართება და მასში 19 ქვეყნის 91 სპორტსმენი იასპარეზებს.
FIS-ის შეფასებით, მოგულის საშეჯიბრო ტრასა მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 285 მეტრი სიგრძის ტრასაა ამ დისციპლინისთვის.
🔗 ღონისძიების კალენდარი: https://shorturl.at/rjTto
მსოფლიო თასზე დასწრება უფასოა. შეჯიბრება ევროსპორტის პირდაპირ ეთერში გადაიცემა: https://www.youtube.com/live/xsFCq162emo
ასპარეზობისას, ყველა არასაშეჯიბრო ტრასა ღია იქნება სრიალის მსურველებისთვის. შევხვდებით კოხტას მთაზე!