22 და 23 დეკემბერს, ბაკურიანი ფრისტაილის მსოფლიო თასს მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში უმასპინძლებს. კოხტას სასრიალო არეალზე, 91 ათლეტი, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, ერთმანეთს მსოფლიო თასის მოსაპოვებლად შეეჯიბრება.
FIS-ის შეფასებით, კოხტას მთაზე მოწყობილი მოგულის ტრასა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საშეჯიბრო ტრასაა ამ დისციპლინისთვის.
მსოფლიო თასზე დასწრება თავისუფალია!