EN  GE
Mountain trails agency

January 04, 2024

მთის კურორტების განახლებული ინფრასტრუქტურა

FIS-ის ეგიდით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების მაღალი სტანდარტით ჩასატარებლად, ბაკურიანსა და გუდაურში, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. 

2023 წლის დეკემბერში, გუდაურში, 2 ახალი საბაგირო კომპლექსი გაიხსნა

2022-2023 წელს, ბაკურიანში აშენდა 3 ახალი საბაგირო კომპლექსი, წყლის 2 რეზერვუარი და 29 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. 

მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისის ფარგლებში, ბაკურიანში, მოეწყო 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. გასულ თვეში კი, კოხტას მთაზე, მოგულის ტრასაზე, ფრისტაილი მსოფლიო თასი ჩატარდა.

ახალი ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს საერთაშორისო ღონისძიებების საუკეთესოდ ჩატარებას და ათეული წლების განმავლობაში მოემსახურება კურორტებზე ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას.