2023-24წლის სასრიალო სეზონზე, საქართველოს მთის კურორტებზე, 5 საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებას ვუმასპინძლეთ, ფრისტაილის დისციპლინებსა და ფრირაიდში.
საქართველოში ჩატარებული ღონისძიებები ისეთი ქვეყნების მედიასაშუალებების მიერ გაშუქდა, რომელთაც სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის დიდი ისტორია აქვთ.
მათ შორისაა, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, აშშ, კანადა, შვეიცარია, შვედეთი, ახალი ზელანდია და სხვა, ვისი აუდიტორიაც საქართველოს მთის კურორტების მიზნობრივ ვიზიტორებს წარმოადგენს.
“საქარველო, ახალი დანიშნულების ადგილი ფრირაიდისთვის, ძალიან საინტერესო და ეგზოტიკური ქვეყანაა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ. ქართველები კი, თავს სტუმართმოყვარეობით დაგამახსოვრებენ” - ფრანგი ათლეტი, ვიქტორ დე ლა რუ, L'EQUIPE-თან ინტერვიუში.
პოპულარული საერთაშორისო სამთო-სათხილამურო გამოცემა Downdays, ფრირაიდის მსოფლიო ტურის შესახებ წერს: “უხვი თოვლითა და გასაოცარი რელიეფით, Freeride World Tour-ის რიგით მე-3 დანიშნულების ადგილი, - საქართველო (თეთნულდი), ბოლო წლების საუკეთესო შეჯიბრების მასპინძლად იქცა”.