EN  GE
Mountain trails agency

December 17, 2025

2025-26 წლის ზამთრის სეზონი მთის კურორტებზე

ბაკურიანში, 20 დეკემბრიდან ღიაა კოხტას სასრიალო არეალი. 22 დეკემბრიდან კი, სასრიალოდ გაიხსნება დიდველის არეალი. ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე, ვიზიტორებს მიიღებს ტრასები: კოხტა პლატო, დიდველი 1, დიდველი 2 და ჰალფ პაიპი. მიტარბის არეალზე აქტიურად მიმდინარეობს გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები გაიხსნება ეტაპობრივად

27 დეკემბრიდან გუდაურში ჩაირთვება საბაგიროები: პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო; ხოლო ტრასები გაიხსნება ეტაპობრივად, თოვლის საფარის შესაბამისად. საბაგიროები იმუშავებს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე.

27 დეკემბრიდან, მესტიაში, ჰაწვალის სასრიალო არეალზე, ზურულდის საბაგირო ჩაირთვება. ჰაწვალისა და თეთნულდის არეალეზე სასრიალო ტრასები გაიხსნება ეტაპობრივად, ამინდისა და თოვლის საფარის შესაბამისად. ჰაწვალის საბაგიროები იმუშავებს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე. თეთნულდის საბაგიროები: 10:00-16:00სთ.

27 დეკემბრიდან, გოდერძიზე ჩაირთვება საბაგიროები ჭანჭახი და ზანკა. ტრასები გაიხსნება ეტაპობრივად, ამინდისა და თოვლის საფარის შესაბამისად. სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 10:00-16:00სთ. შაბათ-კვირას – 10:00-17:00სთ.

23 დეკემბრიდან, ოთხივე კურორტის ნებისმიერი კატეგორიის აბონემენტი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმებზე: SKIPASS App | TKT.GE | SuperApp | Biletebi.ge;

ბაკურიანში, კოხტას სალარო ღიაა 20 დეკემბრიდან, ხოლო გუდაურის, მესტიისა და გოდერძის სალაროებში აბონემენტები ხელმისაწვდომი იქნება 27 დეკემბრიდან.