EN  GE
Mountain trails agency

December 18, 2025

30%-იანი ფასდაკლება სეზონურ მულტისკი აბონემენტებზე

შეთავაზება, რომელიც სრიალის მოყვარულებს ყველაზე მეტად ახარებთ,- 2025-26 წლის სასრიალო სეზონზე, კვლავ Visa-სთან და თიბისი კონცეპტთან ერთად დავგეგმეთ.

23 დეკემბრიდან, Visa სადებეტო ბარათებით გადახდისას, სეზონურ მულტისკი აბონემენტებს 30%-იანი ფასდაკლებით, მხოლოდ ჩვენს პარტნიორ ონლაინ პლატფორმებზე შეიძენთ: SKIPASS App | TKT.GE | SuperApp | Biletebi.ge.

ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ოთხივე კურორტის სეზონურ მულტისკი აბონემენტზე, როგორც ზრდასრულის, ისე ბავშვისა და მოზარდის კატეგორიებზე.

შეთავაზება აქტიურია თიბისი კონცეპტის როგორც ახალი, ისე ძველი Visa ბარათებით გადახდისას. 1 საბანკო ბარათით არაუმეტეს 2 აბონემენტის შეძენას შეძლებთ.

ოთხივე კურორტის ნებისმიერი კატეგორიის აბონემენტი 23 დეკემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ, მითითებულ პლატფორმებზე; ხოლო 27 დეკებრიდან - კურორტების სალაროებში

სეზონური სტუდენტური აბონემენტები მხოლოდ კურორტების სალაროებში გაიყიდება. ამ კატეგორიაზე ფასდაკლება არ ვრცელდება.

გაითვალისწინეთ, ფასდაკლებული მულტისკი აბონემენტების რაოდენობა ლიმიტირებულია და შეთავაზების პერიოდი წინასწარ არ არის განსაზღვრული.