EN  GE
Mountain trails agency

October 17, 2025

მთის ტრასების სააგენტო The London Snow Show 2025-ზე

აღმოაჩინეთ საქართველოს მთის კურორტები #LondonSnowShow-ზე.

18-19 ოქტომბერს, მთის ტრასების სააგენტო (MTA), Snow Show 2025-ზე, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს წარადგენს.

The Snow Show London - გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თემატური გამოფენა-ბაზრობაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ინსპირაციულ სპიკერებს, კურორტებს მთელი მსოფლიოდან და სამთო ინდუსტრიის უახლეს ტექნოლოგიებს.

მათთვის, ვინც ახალ დანიშნულების ადგილს ეძებს სრიალის, თავგადასავლების ან ორიგინალური იდეების განსახორციელებლად, უქმეებზე MTA-ს სივრცეში ველოდებით, ექსპერტული რჩევების მოსასმენად და სასარგებლო ინფორმაციის გასაცვლელად.

📍 სტენდი C10-ზე | Olympia Site