EN  GE
Mountain trails agency

June 30, 2024

ზაფხულის თავგადასავლები მთაში იწყება!

სად გელოდებათ დაუვიწყარი ემოციებით, თავგადასავლებითა და მრავალფეროვნებით სავსე საზაფხულო დასვენება, თუ არა მთაში?! თუ სიცხემ, ქაოსმა და ყოველდღიურმა რუტინამ დაგღალათ, საქართველოს მთის კურორტები, თავისი სიმწვანით, ხედებითა თუ სუფთა ჰაერით, თქვენ გელოდებათ. მთავარია, კურორტი შეარჩიოთ: გუდაური, ბაკურიანი, მესტია და გოდერძი - „ემ თი ეი“ ზაფხულის სეზონს ოთხივე კურორტზე ხსნის.  

თუ გსურთ, გუდაურში გონდოლათი იმგზავროთ და გზად კავკასიონის მწვერვალების ხედებით დატკბეთ, გირჩევთ, რომ ახალი გუდაურიდან კობის მიმართულებით გადაადგილდეთ. 

თუ მესტიაში მოხვდებით, სვანეთის ულამაზესი მთების ნახვის გარეშე არ უნდა დატოვოთ. ჰაწვალიდან სვანური კოშკები, უშბა და თეთნულდი ერთი წერტილიდან შეგიძლიათ დაინახოთ. 

ზაფხულის ნამდვილი თავგადასავალი ბაკურიანშიც გელოდებათ. წელს, პირველად, საბაგიროთი ასვლას, უკვე მიტარბის მთაზეც შეძლებთ. თუ ჰაიკინგისა და ბუნების მოყვარული ხართ, აქ აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერის ულამაზეს ადგილებს. 

და ბოლოს, გოდერძი - აჭარის მთების გამორჩეული კურორტი. თავისი უნიკალური ლანდშაფტით, ადგილობრივი სამზარეულოთი და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობებით, დამსვენებლებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი. 

დაგეგმეთ თქვენი ზაფხული საქართველოს მთის კურორტებზე. აქ დაუვიწყარი თავგადასავლები დაგხვდებათ! 

ზაფხულის სეზონის გახსნის თარიღები:

მესია - სეზონი გახსნილია

ბაკურიანი - სეზონი გახსნილია

გუდაური - სეზონი გახსნილია

გოდერძი - ივლისი