საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანმა, მიშელ ვიონმა, ბაკურიანი 2023-ის ჩემპიონატის შემაჯამებელი შეფასება გააკეთა: “მსოფლიო ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ ყველაფერი, იმისთვის, რომ იქცეთ ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყნად: ინფრასტფუქტურა, კარგი სასრიალო ტრასები.
საქართველომ პირველად ჩაატარა ასეთი მაღალი რანგის ჩემპიონატი და ეს არის საუკეთესოდ ჩატარებული შეჯიბრები, ძალიან კარგი რეზულტატით. თქვენ დააგროვეთ გამოცდილება და უნდა იამაყოთ. ამას ხშირად გავიმეორებ, რომ ამაყები უნდა იყოთ იმ სამუშაოებისთვის და იმ შედეგისთვის, რაც სახეზეა”.