მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, შვეიცარიაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტ ზერმატს ეწვივნენ.
კურორტ ზერმატის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელმა, საქართველოს დელეგაციის წევრებს, ადგილზე გააცნო ზამთრის ტურიზმის, სათავგადასავლო და სათხილამურო დანიშნულების ტურისტული ადგილის მართვის ევროპული პრაქტიკა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ზამთრისა და სათავგადასავლო ტურიზმის კუთხით შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში, რევაზ ლომინაძე.