საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (GSF) პრეზიდენტი, იოჰან ელიაში, ბაკურიანს ეწვია და ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო.
ფედერაციის პრეზიდენტმა მოინახულა ინფრასტრუქტურა, რომელიც სპეციალურად ჩემპიონატისთვის აშენდა. ასევე, მის მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მომზადების დონე და საორგანიზაციო კომიტეტის გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი პოტენცილი აქვს:
“ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავია. ეს აჩვენებს, რომ არამხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება ასეთი რაღაცების გაკეთება, რაც ფანტასტიკურია. ვფიქრობ, რომ თქვენს მთებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თოვლი კი ძალიან კარგი ხარისხისაა. რაც შეეხება საორგანიზაციო კომიტეტს, მათ მართლაც ძალიან კარგად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. ამ ყველაფრის შემდეგ, შევძლებთ, მომავალშიც ჩამოვიდეთ და უფრო მეტი ღონისძიება დავგეგმოთ. ეს ქვეყნისთვის და ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება” - განაცხადა ელიაშმა