მთის ტრასების სააგენტოსა (MTA) და სათხილამურო ფედერაციის (GSF) ორგანიზებით, საქართველოს ფრირაიდის მიმართულების საერთაშორისო დელეგატები ეწვივნენ.
დელეგატებმა მოინახულეს სვანეთი და ადგილზე დაათვალიერეს ის შესაძლო არეალები, სადაც უმაღლესი რანგის ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარება მოიაზრება.
საქართველომ, კურორტ თეთნულდზე, უკვე ორჯერ უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს, რომელშიც 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
წარმატებულად ჩატარებულმა ღონისძიებებმა განაპირობა საერთაშორისო ექსპერტების ყურადღება და საქართველოს, როგორც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ერთ-ერთ მასპინძელ ქვეყნად განხილვა, 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის.
საბოლოო გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, სექტემბრის ბოლოს, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძებაზე გახდება ცნობილი.