მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და საფრანგეთის კურორტ გრანდ მასივს შორის ურთიერთთანამშრომლობის 4-წლიანი მემორანდუმი გაფორმდა.
კურორტ გრანდ მასივის არეალი შედის საფრანგეთის 5 საუკეთესო კურორტს შორის, 265კმ. სიგრძის სასრიალო გზებით და 5 კურორტით.
მემორანდუმის მიზანია ფრანგული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, საქართველოს მთის კურორტების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება.
მემორანდუმს ხელი მოაწერა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ და გრანდ მასივის დირექტორმა - ფრედერიკ მარიონმა.