ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისა და მედიისთვის, 2023 წელს ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა. ასევე, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი. ჯამურად, დაახლოებით, 265 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.