EN  GE
Mountain trails agency

October 19, 2023

გუდაურის 2 ახალი საბაგირო კომპლექსი

2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე, ახალ გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი დახვდება.

6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (ბაბლი) საბაგიროების გამტარუნარიანობა საათში 1800-2400 მგზავრია, რაც ვიზიტორთა მზარდ ნაკადს მოემსახურება და საერთაშორისო ღონისძიებების მაღალი სტანდარტით ჩატარებას შეუწყობს ხელს.

გუდაურში არსებულ 70კმ სიგრძის სასრიალო ტრასას 6 კმ დაემატება, რაც ვიზიტორებისთვის ახალ სასრიალო სივრცეს შექმნის.