მრავალწლიანი თანამშრომლობის ახალი, 3-წლიანი ეტაპი მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს მთის კურორტების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გაძლიერება და მათი მომსახურების განვითარებაა.
მთის კურორტების განვითარების კომპანია თიბისისთან 2015 წლიდან თანამშრომლობს. ახალი შეთანხმების ფარგლებში გაფართოვდება შემდეგი მიმართულებები
• მთის კურორტების ციფრული პლატფორმების გაძლიერება
• საერთო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება
• საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდა
• ონლაინ გაყიდვების გაზრდა და ფინანსური ოპერაციების გამარტივება