პროექტ “ბაკურიანის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში, ბაკურიანში, 3 ახალი საბაგირო აშენდა. უახლესი საბაგიროები ინოვაციურია მთელ რეგიონში, - მათი გამტარუნარიანობა, ჯამურად, საათში 5400 მგზავრია.
პროექტ “ბაკურიანის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში, ემ. თი. ეის დაკვეთით, ბაკურიანში, 3 ახალი საბაგირო აშენდა, რომელზეც ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანია “დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფმა” იმუშავა. Საბაგიროების მშენებლობა 2023 წლის ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდა. უახლესი საბაგიროები ინოვაციურია მთელ რეგიონში, - მათი გამტარუნარიანობა, ჯამურად, საათში 5400 მგზავრია, რომლის გაზრდაც 7200 მგზავრამდე არის შესაძლებელი.