EN  GE
Mountain trails agency

დიდველისა და მიტარბის 2 ხელოვნური რეზერვუარი

ბაკურიანში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, დიდველისა და მიტარბის არეალში, წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი აშენდა

content/projects/ge/bakurianilake.md

2023 წელს, ბაკურიანში, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი პროექტის - “ბაკურიანის ახალი სიცოცხლის” ფარგლებში, დიდველისა და მიტარბის არეალზე, წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი აშენდა. ტბების ჯამური მოცულობა - 307 000 მ3 (დიდველი − 201 433 მ3; მიტარბი − 105 948 მ3) შეადგენს.

დიდველისა და მიტარბის წყლის რეზერვუარები ფუნქციურია და ზამთრის სეზონზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ამჟამად, ბაკურიანის 29კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, კურორტის სასრიალო ტრასებს, რომელთა საერთო სიგრძე 36კმ-ია, 95%-ით ათოვლიანებს. ეს გახანგრძლივებული სასრიალო სეზონის და ასევე, საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების წინაპირობაა, ვინაიდან, მაღალი რანგის სპორტული ასპარეზობა მხოლოდ ხელოვნური თოვლის საფარზე ტარდება.

გარდა ამისა, წყლის რეზერვაურებს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება ტყის ხანძრების დროს ნებისმიერ სეზონზე - ავიაცია წყლის მარაგის შევსებას ბაკურიანის ხელოვნური ტბებიდან ახდენს.