2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე, ახალ გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი დახვდება.


2024 წლის დეკემბერში, გუდაურში, 2 ახალი საბაგირო კომპლექსი გაიხსნა. 6-ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის (“ბაბლი”) საბაგიროების გამტარუნარიანობა საათში 1800-2400 მგზავრია. საბაგიროებთან მოეწყო 3 ახალი სასრიალო ტრასაც, შედეგად, კურორტის ტრასების საერთო სიგრძე 70კმ-დან 80 კმ-მდე გაიზარდა.
განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის მიზანია ვიზიტორთა მზარდი ნაკადების დაუბრკოლებლად მიღება. ამასთანავე, ახალი საბაგიროების აშენება საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალი სტანდარტით ჩატარებას ემსახურება. განახლებული ინფრასტრუქტურის პირობებში, 2023-24 და 2024-25 წლების ზამთრის სეზონებზე, გუდაურმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სპორტულ შეჯიბრებებს - მსოფლიო თასებს სკი და სნოუბორდ კროსებში, ასევე, სნოუბორდის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა.





